კარაპს მედლაინი საერთაშორისოდ აკრედიტებული კლინიკა გახდა

ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, კარაპს მედლაინმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.

„კარაპს მედლაინი მეორე სამედიცინო ცენტრია ქვეყანაში, რომელმაც მსგავსი საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა და ამით განამტკიცა ჯანდაცვის ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოებისა და განვითარებისკენ სწრაფვის მაღალი დონე კლინიკაში. ჩვენი გუნდი ამაყობს აკრედიტაციის პროგრამის უმაღლესი შედეგებითა და საერთაშორისო აღიარებით და, ამიერიდან, პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტანდარტებით განაგრძობს,“ - ნინო კუტალაძე, კარაპს მედლაინის დირექტორი.

საწყის ეტაპზე, კარაპს მედლაინი საზოგადოებაში ცნობილი გახდა, როგორც წარმატებული კლინიკა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის პროფილით. დღეს უკვე სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილურ სერვისს აერთიანებს და ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი წარმატებით ოპერირებს.

საოფისე გინეკოლოგია, ზოგადი ქირურგია, მამოლოგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ამბულატორია პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია - ეს ის სერვისებია, რომლებსაც კარაპს მედლაინი ლოკალურ და საერთაშორისო პაციენტებს სთავაზობს. სამედიცინო ტურიზმი კლინიკის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა, სადაც პაციენტები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოდიან არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ - ახლო აღმოსავლეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო