ირაკლი კობახიძე - მეამაყება, რომ ქართველი ვარ და ეს სიამაყის განცდა არის ის, რამაც უნდა მოგვცეს სტიმული ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის, მინდა, 30 ივნისს ნაკრებს მორიგი გამარჯვება ვუსურვო

სპორტის პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში გვაქვს უნიკალური, უპრეცედენტო მიღწევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისტორიაში პირველად, პრაქტიკულად ყველა სპორტულ გუნდურ სახეობაში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა.

„ფეხბურთთან დაკავშირებით ყველამ ვიცით, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ამ საანგარიშო პერიოდში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხვდა მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის, რაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ.

ჩვენმა რაგბისტებმა პირველად გაიმარჯვეს „6 ერის“ გუნდებთან, დაამარცხეს იტალიისა და უელსის ძალიან ძლიერი ნაკრებები.

წყალბურთელები გავიდნენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის და გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ესეც არის ძალიან დიდი წარმატება. მადლობა წყალბურთელებს ამისათვის.

ჩვენი ხელბურთელებიც პირველად 30 წლის განმავლობაში, გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მოიპოვეს პირველი ისტორიული გამარჯვება და მადლობა მათ ამისათვის.

ჩვენ რეალურად ვიბრუნებთ სიამაყის განცდას, რომელიც ჯერ 90-იან წლებში და შემდეგ 2000-იანი წლების დასაწყისში დავკარგეთ. დღეს სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ქართველ ხალხს უბრუნებს სიამაყის განცდას. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ განვაგრძობთ ამ გზაზე სიარულს და კიდევ უფრო გაიზრდება ის სიამაყის განცდა, რომელიც თითოეულ ქართველს სამართლიანად უნდა ეუფლებოდეს. მეამაყება, რომ ქართველი ვარ და ეს სიამაყის განცდა არის ის, რამაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის სტიმული უნდა მოგვცეს.

30 ივნისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, ყველაფერი არის შესაძლებელი და ჩვენს საფეხბურთო ნაკრების მინდა, მორიგი გამარჯვება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა