ლევან ნატროშვილის განცხადებით, Liberal International-ის დელეგაციასთან შეხვედრისას არასამთავრობოებმა „იმ რთულ სიტუაციაზე ისაუბრეს, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებითაა შექმნილი“

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, Liberal International-ის დელეგაციასთან შეხვედრის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ „იმ რთულ სიტუაციაზე ისაუბრეს, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებითაა შექმნილი“.

მისივე თქმით, დელეგაციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან აინტერესებდა, „თუ რა ხდება ქვეყანაში არჩევნების წინ და როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში“.

„ეს არის შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია Liberal International-ის მიერ, რომელიც მუშაობს დემოკრატიის საკითხებზე. მათი დელეგაცია საქართველოში ჩამოსულია. ისინი სხვადასხვა ჯგუფებს ხვდებიან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას. შეხვედრაზე მთავარი ინტერესი იმის შესახებ იყო, თუ რა ხდება ქვეყანაში არჩევნების წინ, როგორი მდგომარეობაა, ჩვენ რა გეგმები გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებას და როგორ ვაფასებთ იმ მოვლენებს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება.

ჩვენ ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რაც წინასაარჩევნოდ საქართველოსთვის რელევანტურია, ასევე, ვისაუბრეთ იმ რთულ სიტუაციაზე, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით შექმნილია, ასევე, რაც სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების მიმართულებითაა შექმნილი. აგრეთვე, ე.წ. რუსულ კანონზეც ვისაუბრეთ, მის გავლენაზე, ამასთან, ჩვენს სამომავლო გეგმებზე, რა გავლენა ექნება აღნიშნულ კანონს. წამოვწიეთ ის პრობლემური საკითხები, რასაც ჩვენ აქამდე არაერთხელ ვუსვამდით ხაზს, რომ რეალურად ეს კანონი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას აფერხებს და ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს, მათ საქმიანობაში“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის