ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდებიან.

კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტები დააჯილდოვებენ.

კონკურსზე წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორის ის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. პროექტებს აფასებს დარგის წამყვანი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს აერთიანებს.

„მელიორა 2024“-ის მთავარი მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს ჯილდო იმ საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისთვის გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას.

კონკურსი ტარდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

ევროკავშირის შესახებ: 30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა.

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 29 წლის წინ დაარსდა და სხვადასხვა მიმართულებით, მრავალ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაა. CSRDG პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში („ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით), პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი, დააარსა CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი და ყველაზე გამორჩეული ჯილდო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში - ‘Meliora’.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება