ირაკლი კობახიძე - ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება

გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს ავტოპარკი 655 ერთეული ავტოტრანსპორტით განახლდა.

„მნიშვნელოვნად გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები - დაემატა 2 თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი, რომლებიც აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობებით. ცალკე აღვნიშნავ, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. გასული წლის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევით, 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილს, ხოლო რეგიონში - პირველ ადგილს იკავებს. ასევე ცალკე აღვნიშნავ, რომ გასულ წელს თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. შენდება შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი; ბინას 1 000-ამდე პოლიციელი მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიურად, გრძელდებოდა აქტიური მუშაობა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ სამსახურების შემდგომი განვითარება დარჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია