პრემიერი - საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება - ან ჩვენთვის არ შეიძლება „გამჭვირვალობის კანონის მიღება“, მაგრამ მათ, ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება

საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება. ან ჩვენთვის არ შეიძლება „გამჭვირვალობის კანონის მიღება“, აქ ეს კანონი არის რუსული, მათ, ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მსგავს ორმაგ სტანდარტებს უკვე მიეჩვია.

„რაც შეეხება პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ჩინეთში, ასევე სხვა მაღალი დონის ვიზიტები განხორციელდა, ჩვენ ვხედავთ აქ ორმაგ სტანდარტს. ერთი მხრივ, საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება. ან ჩვენთვის არ შეიძლება გამჭვირვალობის კანონის მიღება, აქ ეს კანონი არის რუსული, მათ ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება და იქ ეს კანონი არ არის რუსული, არამედ არის ხან ფრანგული, ხან კანადური, ხან ამერიკული. ასეთ ორმაგ სტანდარტებს ვართ მიჩვეული, ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა რაღაცნაირად ვცხოვრობთ ამ რეალობითაც”, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია