ბიზნეს ასოციაცია ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს  ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით, რომელიც უაღრესად ღირებული და სასახელოა. გვჯეროდა ამ წარმატების და კვლავაც გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა გველოდება წინ! ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეები ნამდვილად ისტორიულია და განსაკუთრებით ემოციური თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ამას სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ელოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიღწეული შედეგები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება და მიზნისაკენ ერთობლივი სწრაფვა. სწორედ ეს არის ის აუცილებელი მუხტი, რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის დიდი წარმატებისა და გამარჯვების მოტანა!

„მადლობას ვუხდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და თითოეულ ფეხბურთელს თავდადებული ბრძოლისთვის, შრომისა და თავგანწირვისთვის!

ასევე დიდი მადლობა გამორჩეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს და საკუთარ ქვეყანას!

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად, მივემგზავრებით გერმანიაში და კვლავაც ვუგულშემატკივრებთ ეროვნული ნაკრების მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ!

დარწმუნებულები ვართ, რომ ეროვნული ნაკრები არაფერს დაიშურებს ჩვენი ქვეყნის სასახელოდ და გამარჯვების მოსაპოვებლად.

გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, გამარჯვება ქართულ ფეხბურთს და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს