„საქართველოს ბანკის“, Mastercard-ისა და Optimo-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლები Optimo-ს ყოველთვიურ გადასახადზე 25%-იანი „ქეშბექით“ ისარგებლებენ

საქართველოს ბანკის“, Mastercard-ისა და Optimo-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლები Optimo-ს ყოველთვიურ გადასახადზე 25%-იანი „ქეშბექით“ ისარგებლებენ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, Optimo ქართული პროგრამაა, რომელსაც 3000-მდე მაღაზია და კვების ობიექტი იყენებს. პროგრამაში მარტივად შეძლებთ მარაგებისა და გაყიდვების მართვას, შესყიდვებს, წარმოებასა და მიმდინარე სტატისტიკაზე დაკვირვებას როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია − იყოთ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გქონდეთ ან პირველად აიღოთ Mastercard Business ბარათი, თქვენი საქმიანობა მოიცავდეს მცირე საცალო ვაჭრობას და ბაზარზე ოპერირებდეთ მინიმუმ 6 თვე.

„საქართველოს ბანკში“ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ, იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, იმ არხში ვთავაზობთ, სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული შეთავაზება ბიზნესებს, რომლებიც მაღაზიებსა და კვების ობიექტებს ფლობენ, შესაძლებლობას მისცემს Optimo-ს სერვისი მეტი ფასდაკლებით მიიღოს. მისი დახმარებით, ბიზნესები ყოველდღიური რუტინული საქმიანობის წარმართვას ერთ სივრცეში შეძლებენ. ეს მათ პროცესებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს და მეტ კომფორტს სთავაზობს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებების შესაბამისი შეთავაზებების მიწოდებას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

Optimo-ს წარმომადგენლების თქმით, დღესდღეობით ათასობით ასეთ ბიზნესს უმარტივებენ სამუშაო პროცესს.

„4 წლის წინ, „ოპტიმოს“ გუნდში მიზნად დავისახეთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მოთხოვნებზე სრულად მორგებული პროგრამის შექმნა. დღესდღეობით კი უკვე ათასობით ასეთ ბიზნესს ვუმარტივებთ სამუშაო პროცესს, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ პროგრამის დახვეწასა და განვითარებაზე, ასევე ვცდილობთ, „ოპტიმო“ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი კატეგორიისა თუ ზომის ბიზნესისთვის, რაშიც საქართველოს ბანკთან და Mastercard-თან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - აცხადებენ „ოპტიმოში“.

ბანკის ცნობით, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Mastercard Business ბარათი, შეგიძლიათ მოითხოვოთ ონლაინ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა