ირაკლი კობახიძე - მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს

მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.

„რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ კონტექსტს ვიტყვი, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში მოვლენების განვითარებაზე. გლობალურად პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებს და სხვა ხალხების ინტერესებს. მე მინდა, უკრაინას ვუსურვო მშვიდობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ უკრაინელს ბავშვებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჩამოსული იყვნენ საქართველოში, მიეცათ აქ დროის გატარების, დასვენების საშუალება და ამ ბავშვებს სჭირდებათ მშვიდობა. მე ძალიან დიდი იმედ მინდა, გამოვთქვა, რომ ძალიან მალე უკრაინაში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა.

ასევე გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო