GITA-ს ორგანიზებით, გურჯაანის ტექნოპარკი „ღვინოთონი 3.0“-ს უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის 13-14 ივლისს, გურჯაანის ტექნოპარკში, ,,ღვინოთონი 3.0" ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია მეღვინეობის სექტორში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.

„ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით, პროტოტიპირებით, მეღვინეობით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით. მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4 წევრიანი გუნდები). პროექტში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება: თბილისი-გურჯააანი/გურჯაანი-თბილისი. პროექტის მონაწილეები, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნიან ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობისას ისარგებლონ გურჯაანის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში. მეორე დღეს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 10.000 ლარის ოდენობის გრანტი პროტოტიპის განვითარების მიზნით.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას. პარტნიორი კომპანიები გამოავლენენ საკუთარ რჩეულებს და გადასცემენ სპეციალურ პრიზებს, რომელთაც ასევე მიეცემათ მათთან თანამშრომლობის და პროდუქტის ტესტირების შესაძლებლობა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/SOoVw

პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის