ბოლივიელ გენერალს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბოლივიელ გენერალს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლივიის მთავარი პროკურორი, სეზარ სილესი ავრცელებს.

„პრევენციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება, უდავოდ პრეცედენტს შექმნის და კარგი სიგნალი იქნება, რათა გამოძიებამ წინსვლა განაგრძოს“, - განაცხადა სეზარ სილესმა.

მისივე თქმით, ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა და აღნიშნა, რომ ბოლივიის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, 26 ივნისს, გენერალმა ხუან ხოსე სუნიგამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა, როდესაც მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა დაჯგუფებამ პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. ბოლივიის პრეზიდენტმა, ლუის არსემ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაგმო და რამდენიმე საათის შემდეგ, გენერალი ხუან ხოსე სუნიგა დააკავეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს