ნიგერიაში აფეთქებებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმები ქორწილსა და დაკრძალვაზე შეკრებილებსა და საავადმყოფოზე განახორციელეს.

დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან.

ადგილობრივი მედიის ნაწილი იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია. გამოცემები: Vanguard-ი და This Day წერენ, რომ აფეთქებებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს