გენადი არველაძე ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან შეხვედრისას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ანა გოგოლაძე. შეხვედრა ბოსნია - ჰერცეგოვინაში, ქალაქ ბანია ლუკაში, ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

„მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება და დარგში რეფორმის მიმდინარეობა გააცნო. არტურ ლორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიესალმება 2024 წლის 1 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას, რაც წარმოადგენს საკვანძო ნაბიჯს ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რათა მომავალში, როდესაც საქართველო პირდაპირ დაუკავშირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ ქსელს, შესაძლებელი გახდეს საქართველოს მონაწილეობა ელექტროენერგიის ერთიან ევროპულ ბაზარზე. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, საქართველომ გააგრძელოს ევროპული სტილის ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა და განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მხარდაჭერა. არტურ ლორკოვსკის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ენერგეტიკული გაერთიანების მზაობა, დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა, ასევე, საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლაზე ენერგოეფექტურობის მიმართულებით და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს ერთმანეთს დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებასა და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ დეკარბონიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი.

აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული რეფორმების თანმიმდევრული განხორციელების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს