თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომელი ინფექციები ჭარბობს ქვეყანაში და როგორია მათი გავრცელების სტატისტიკა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომელი ინფექციები ჭარბობს ქვეყანაში და როგორია მათი გავრცელების სტატისტიკა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, ყველაზე ხშირად სამედიცინო მომსახურების მიღების მიზეზს მწვავე რესპირაციული ინფექციები წარმოადგენს, მეორე და მესამე ადგილს კი საერთო წლიურ რაოდენობაში სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვები და სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეები იკავებს.

“ზოგადად, ყველაზე ხშირად სამედიცინო მომსახურების მიღების მიზეზი - მწვავე რესპირაციული ინფექციებია და ეს ტენდენცია ნარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში, თუმცა უპირატესად წელიწადის ცივ სეზონზე დაავადებულები ბევრად მეტია, ვიდრე ზაფხულში. კერძოდ, ზამთარში მწვავე რესპირაციული ინფექციებით (გრიპისმაგვარი დაავადება) მიმართვიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად 30-45 ათასის ფარგლებშია, ზოგ წლებში უფრო მეტიც. ზაფხულში, ამავე მიზეზით მიმართვიანობა იკლებს და საშუალოდ 10-20 ათასის ფარგლებშია.

მეორე და მესამე ადგილს საერთო წლიურ რაოდენობაში სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვები (2023-ში - 28 000 შემთხვევა) და სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეები (2023-ში - 11 000 შემთხვევა) იკავებს. დიარეის ცნობილ გამომწვევთა შორის სალმონელოზი ლიდერობს. სხვა ინფექციებიდან გასულ წელს ფართოდ იყო გავრცელებული ჩუტყვავილა (8378 შემთხვევა) და ქუნთრუშა (2891 შემთხვევა). წელს გააქტიურდა ყივანახველა და უკვე 917 შემთხვევაა რეგისტრირებული”,- აღნიშნა ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს