ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერის მიმართ შეძახილებზე - ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო - არსებობს „ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანიც ნებისმიერი სახალხო ზეიმის და ქვეყნის წარმატების ნეგატივად ქცევაა

ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო - არსებობს „ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანიც ნებისმიერი სახალხო ზეიმის და ქვეყნის წარმატების ნეგატივად ქცევაა, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ნეგატიურ შეძახილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოჩენას მოჰყვა.

ქადაგიშვილმა მომხდარს “პროვოკაცია“ უწოდა.

დეპუტატის შეფასებით, “ამ სურათმა ნათელყო, რომ საზოგადოებას არავინ ანგარიშს არ უწევს“.

“არის სიძულვილის მთესველთა, “ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს. ეს ადამიანები, რომელთაც აჟიოტაჟი ატეხეს, ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ, თუმცა საზოგადოება ამას არ აჰყვა.

ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ნაწილმა ზეიმზე დაპირისპირების სხვა მიმართულებით მოწყობაც სცადა, როდესაც ღონისძიების წამყვანთან და ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით უდიდესი ზიზღის კამპანია ააგორეს.

არის საზოგადოების ეს ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა არის რევანში. მათ საერთო ეროვნული ამოცანები არ გააჩნიათ. ქვეყნის ნებისმიერი წარმატება რამენაირად რაიმე ნეგატივში უნდა გადათარგმნონ და ჰყავთ გარემოცვა, რომელთა მეშვეობით ამ ნეგატივის წარმოჩენას მოახერხებენ.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რეალურად ვის რა ამოძრავებს ამ ქვეყანაში და ვის რა მიზანი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს