ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების თემაზე, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფემიციდის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციები და გამოწვევები, მათ შორის აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე, სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და გენდერულად მოტივირებული ქალთა მკვლელობის საქმეებზე იმსჯელეს.

ღონისძიება ფემიციდის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მასშტაბური კამპანიის ,,არა ფემიციდს” ნაწილია, რომლის მიზანი ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია