ბაზისბანკი ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ფინანსური პარტნიორია

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრს წარმატებული საქმიანობის 70-წლიანი ისტორია აქვს. 2016 წლიდან, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ კი სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.

ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან, ბაზისბანკთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრმა, საბურთალოს ტერიტორიაზე, გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით დაიწყო ფუნქციონირება.

აღსანიშნავია, რომ საბურთალოზე, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიაროა, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს.

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკის შენობის სრული რემონტი და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინვენტარის შეძენა განხორციელდა. სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

„ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის. განვითარების ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სანდო და ერთგული პარტნიორი. ბაზისბანკი მუდმივად გვერდით გვიდგას სიახლეების დანერგვისა და ახალი სიმაღლეების მიღწევის გზაზე.“ - გიორგი ყიფიანი, ვივო მედიქალ ჯგუფის დირექტორი.

„ბაზისბანკსა და ჟორდანიას სამედიცინო ცენტრს არაერთი წელია წარმატებული ბიზნეს პარტნიორობა აკავშირებს. აღნიშნული პარტნიორობის ერთ-ერთი შედეგია ახალი პროექტის განხორციელება. მყუდრო და კომფორტული გარემო, კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, პაციენტებისთვის მათზე მაქსიმალურად მორგებულ, იდეალურ გარემოს ქმნის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი, როგორც საიმედო ფინანსური პარტნიორის ჩართულობით, ცენტრი კიდევ მეტად ფართოვდება და ახალი კლინიკის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის.“ - გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი.

ბაზისბანკის და ჟორდანიას კლინიკის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა