ქუთაისის მერი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მე-16 ფორუმში მონაწილეობს

პორტუგალიის ქალაქი ბრაგა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ყოველწლიურ რიგით XVI კონფერენციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის, 350 შემოქმედებითი ქალაქის წარმომადგენელთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი მონაწილეობს.

მათივე ცნობით, იოსებ ხახალეიშვილმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან კულტურის საკითხებში ერნესტო ოტონესთან, ქალაქ ბრაგის მერთან რიკარდო რიოსთან, ქალაქ ლონდონის მერის მოადგილესთან იუსტინ საიმონსთან და აიოვას მერთან ბრიუს თიგსთან.

გარდა ამისა, ქუთაისის მერმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მერების ფორუმზე, სადაც საუბარი შეეხო ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაძლიერებას. 2024 წლის UCCN ყოველწლიური კონფერენციის მიზანია ყურადღება გამახვილდეს, თუ როგორ აძლიერებს ქალაქების შემოქმედებითობა მდგრად ურბანულ განვითარებას და ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების გამოხატვას. ბრაგის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მუნიციპალური მმართველობის, საინვესტიციო ინიციატივებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

,,პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ყოველწლიურ XVI კონფერენციაში ვმონაწილეობ. ბრაგის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მუნიციპალური მმართველობის, საინვესტიციო ინიციატივებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კონფერენციის პარალელურად საქმიანი შეხვედრები გავმართე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან კულტურის საკითხებში ერნესტო ოტონესთან, ქალაქ ბრაგის მერთან რიკარდო რიოსთან, ქალაქ ლონდონის მერის მოადგილესთან იუსტინ საიმონსთან და აიოვას მერთან ბრიუს თიგსთან. ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაძლიერების შესახებ კი, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მერების ფორუმზე ვისაუბრეთ", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისი, 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს, როგორც იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს