პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და ამავდროულად, ხანგრძლივი პროცესია. ხშირად პროფესია, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდით, ზრდასრულ ცხოვრებაში არასწორი არჩევანი ხდება და ეს კარიერულ წინსვლაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ საკუთარი სურვილები, თუმცა ამავდროულად, თვალი გადავავლოთ ბაზარზე არსებულ დასაქმების სტატისტიკას, მოთხოვნად პროფესიებს, ანაზღაურებას, მომავლის ტენდენციებს და გავესაუბროთ იმ სფეროს წარმომადგენლებს, რის სწავლასაც ვაპირებთ.
თუ ეს ყველაფერი გააკეთეთ, მაგრამ პროფესიის არჩევა მაინც გიჭირთ, მენეჯმენტის პროგრამა თქვენთვის შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს. გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რატომ არის მაღალი დონის განათლება მენეჯმენტში სწორი გადაწყვეტილება:
თუმცა ამ ყველაფრის განსახორციელებლად, აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ ის უნივერსიტეტი და სასწავლო პროგრამაც, სადაც მენეჯმენტს შეისწავლით. საქართველოში ამ მიმართულებით გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი. ეს გახლავთ საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სტუდენტს დასაქმებისა და საკუთარი სტარტაპის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტობის პირველივე დღეებიდან. ამ პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და წარმატებულს ხდის ის საკითხი, რომ მათ მეორად პროფესიად შეუძლიათ დაეუფლონ ციფრულ მარკეტინგს ან საინფორმაციო ტექნოლოგიებს. გარდა ამისა არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი საუკეთესო საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში.
მაღალი დონის მენეჯერი მართლაც ნებისმიერი ინდუსტრიის ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება. სწორედ ამიტომ, თუ გიჭირთ პროფესიის არჩევა, მიიღეთ მენეჯმენტის დიპლომი და თქვენ გაგეხსნებათ ფართო კარიერული შესაძლებლობები ვიწრო სპეციალიზაციის გარეშე. მუდმივი განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა იდეალური დასაწყისია.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"