საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ხანძრის კერის ოთხივე მხრიდან მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება, ცეცხლის გავრცელების საფრთხის მოხსნა და შემდგომ ლიკვიდაცია.

„რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

ხმელ ბალახზე და ეკალ-ბარდზე გავრცელებული ხანძრის ქრობაში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა, სპეც-ტექნიკა და დრონები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის