მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა - ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით, ვფიქრობ, ეს უახლოეს ერთ კვირაში გამოიკვეთება

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში - ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პარტიების ერთობა უნდა შეიქმნას, რომლებიც პროდასავლურები არიან.

„ჩვენ ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ პარტიას, არამარტო პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პიროვნებებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ისეთი კონფიგურაცია უნდა ვნახოთ, რომ პირველი და უმთავრესი ერთობა შევქმნათ იმ პარტიების, რომლებიც პროდასავლურები არიან. ევროპული არჩევანი არის ჩვენი ეროვნული არჩევანი. რაც შეეხება კონფიგურაციას, მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში. ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, ჩვენ, ჩვენ პოზიციას ერთ-ერთი პირველი დაგიფიქსირებთ“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს