ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორე ადგილს ემანუელ მაკრონის პარტია იკავებს, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს.

ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.

ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.

მანამდე BBC-ი წერდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი 217-მა კანდიდატმა განაცხადა, მათ შორის 130-მა „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა და 81-მა კანდიდატმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსიდან. სწორედ ამ ნაბიჯმა მკვეთრად შეცვალა არჩევნების ბალანსი.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა