GGRC ევროპის 40 ქვეყანას შორის საქართველოს ESHRE-ს ღონისძიებაზე წარადგენს

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოება ESHRE წელს საიუბილეო მე-40 ფორუმს ამსტერდამში მასპინძლობს. 1985 წელს რობერტ ედვარდსისა და ჟან კოენის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რეპროდუქციის სფეროს შესწავლასა და კვლევის მხარდაჭერას 4 ათეული წელია ემსახურება.

წელს უკვე მეორედ, ღონისძიებაზე საქართველოს ოფიციალურად წარმოადგენს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC დელეგაცია, კლინიკის დირექტორების - გიორგი არჩვაძისა და ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობით.

GGRC ევროპის 40 ქვეყნის 150-ზე მეტი მონაწილე კომპანიასა და 120 000-ზე მეტ დელეგატს შორის, ESHRE-ს შეხვედრებზე წელსაც შთამბეჭდავ ადგილს იკავებს.

,,მართალია, საქართველო მსოფლიო რუკაზე დიდი მასშტაბის არ არის, თუმცა უამრავ სფეროში, განსაკუთრებით კი დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიაში მოწინავეა. უკვე 26 წელია ჩვენს ქვეყანაში დარგი მუდმივად ვითარდება.

ჩვენი კომპანია შარშან, დანიაში გამართულ ESHRE-ს ღონისძიებაზე, 16 დელეგატით, პირველად წარსდგა. წელს კი GGRC-ის კლინიკის თანამშრომლები ამსტერდამში საქართველოდან გამგზავრებულ 83 დელეგატს შორის არიან.

ჩვენი მიზანია, დარგში მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე სიახლეები, მეთოდოლოგიები, თუ აღმოჩენები საქართველოში მყისიერად დაინერგოს. ასევე, გვსურს, რომ მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებას GGRC-ის მომსახურების მაღალი სტანდარტი და სანდოობა ვაჩვენოთ.

მიღწეულ შედეგებთან ერთად, უპირველესად, გვეამაყება, რომ ქართველები ვართ და ამსტერდამში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი საინფორმაციო კუთხე მიზანმიმართულად ქართული ტრადიციული სიმბოლიკითა და ორნამენტებით გავაფორმეთ. ვფიქრობ, საგამოფენო დარბაზში GGRC-მა შესამჩნევად მშვენიერი ქართული სივრცის მოწყობა მოახერხა.

მჯერა, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტს შევძლებთ. გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესება მუდმივად მზარდია, სხვა ქვეყნებიდანაც არაერთ მოწვევას ვიღებთ. უკვე ვიცით, რომ მალე ჩინეთს ვესტუმრებით. იქ უკვე სამი წელია, წარმატებით ვპოზიციონირებთ და წელს ქვეყანას საგამოფენო სივრცითაც ვეწვევით.

გვინდა, საქართველო და რეპროდუქციულ მედიცინასა და ემბრიოლოგიაში ჩვენი მიღწევები რაც შეიძლება ფართო მასშტაბით ცნობილი გახდეს.

21-22 სექტემბერს საქართველოში უკვე რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციას გავმართავთ, რომლის ფარგლებშიც უამრავი გამოჩენილი პროფესიონალი ეწვევა თბილისს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით ,,Infertility 35+” ასევე გაიმართება სამეცნიერო ჟურნალის Medical Times ონლაინ პლატფორმის პრეზენტაციაც. სიახლე ქართველი ექიმების წარმატებულ ისტორიებს, მათ მიღწევებს ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო ფართოდ გაავრცელებს“, - აღნიშნა GGRC-ის დამფუძნებელმა და სამედიცინო დირექტორმა, ნინო მუსერიძემ.

დღესდღეობით, ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობა განსაკუთრებით აქტუალურია და ESHRE-ს ყოველწლიური შეხვედრები, როგორც გრანდიოზული სამეცნიერო ღონისძიება, ჯანდაცვის სპეციალისტებისა და მკვლევრებისთვის განვითარებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ბიძგია.

4 დღის განმავლობაში კონფერენცია ევროპის მასშტაბით დარგის საუკეთესო სპეციალისტებსა და ექსპერტებს უმასპინძლებს. შეხვედრები დატვირთული იქნება შესანიშნავი სიახლეებით, მიღწევებით, ექსპერტული შეხედულებების გაზიარებითა და ასევე შესაძლებლობებით, რადგანაც ღონისძიება ყოველწლიური შანსი დარგის წარმომადგენლებისთვის - გაეცნონ ინფორმაციას და მთელ ევროპას ახალი სიცოცხლის შექმნის გზაზე უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიები თავადაც გაუზიარონ. ცოდნის გაცვლასთან ერთად, მჭიდრო კავშირების დამყარებაც დარგის განვითარების საწინდარია. ასევე ესაა სამეცნიერო ტურიზმის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა, ამიტომაცაა უმნიშვნელოვანესი მსგავსი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა