გაატარეთ დაუვიწყარი ზაფხული „შუქურა“ ციხისძირში - „შუქურას“ პარტნიორია SOLO

SOLO მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO „შუქურას“ პარტნიორი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, 6-27 ივლისს, „შუქურაში“ მუსიკალური სესიები გაიმართება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების: გუგა ხელაიას, ზუკა ყიფოს, თემურიკო დიასამიძის, Kordz-ის, Moku Moku-ს და სხვა გამორჩეული მუსიკოსების პერფორმანსებს.

14 ივლისს კი SOLO მომხმარებლები ევროპის ჩემპიონატის ფინალის ყურებას დიდ ეკრანზე შეძლებენ.

წლის განმავლობაში კი SOLO-ს და „შუქურას“ პარტნიორობით კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება იგეგმება.

SOLO-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ „შუქურა“ ციხისძირის საცურაო აუზს და შესვლისას ისარგებლონ 30%-იანი „ქეშბექით“. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ SOLO ბარათით „საქართველოს ბანკის“ ტერმინალზე გადახდისას.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს