ანა ნაცვლიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ სიტყვით გამოვიდა

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელშიც ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პანელური დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის ისეთ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში.

„სიტყვით გამოსვლისას ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აუცილებლობაზე, ასევე, პერსონალური სანქციების საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო და არადემოკრატიული მოქმედებების საპასუხოდ.

„ლელოს“ დეპუტატმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს