"ევროპის უნივერსიტეტის" ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი "ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში" პრაქტიკას გაივლის

"ევროპის უნივერსიტეტის " ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი "ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში" პრაქტიკას გაივლის.

მათივე ცნობით, "ევროპის უნივერსიტეტის" სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის "ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში" (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. „2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის შემდეგი 10 სტუდენტი გაივლის: ანა ბაბაიანი, ნია ჯიშკარიანი, დინა გოშუანი, დავით ხორნაული, ნატალი ირემაშვილი, ბექა კიკნაძე, ლიანა მაისურაძე, მარიამი ჭინჭარაული, თინა ყაველაშვილი, ირაკლი იაკობიშვილი.

სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება. შერჩეული სტუდენტების მგზავრობის, განთავსების და პროგრამის საფასურს "ევროპის უნივერსიტეტი" სრულად დააფინანსებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს