თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებული, თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას თვითმმართველი ქალაქების მერები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ათეა-ს ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სესიები დეცენტრალიზაციის საკითხებზე, მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და არსებულ საჭიროებებზე დისკუსიებს დაეთმო. დეცენტრალიზაციის შემდგომი ნაბიჯების განხილვისას მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა საკუთარი ხედვები, წინადადებები და ინიციატივები წარადგინეს.

,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებულ თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველ შეხვედრას ვუმასპინძლეთ. გაიმართა სხვადასხვა სესია, რომელთაც თვითმმართველი ქალაქების მერები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ათეა-ს ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოეწყო საქმიანი დისკუსია დეცენტრალიზაციის საკითხებზე, განვიხილეთ დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებული მიღწევები და არსებული საჭიროებები. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა", - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს