თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობს.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერისა და პაციენტების უსასყიდლოდ განთავსებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცესების მართვის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ასოციაციას „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, ქუთაისში მდებარე შენობა-ნაგებობა დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეა ახვლედიანმა ადგილზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, განახლებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცე დაათვალიერა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური პროექტების მონაწილე პირებთან.

„შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგების მიმართულებით, უაღრეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას, განსაკუთრებით ხარისხიან სერვისებსა და უფასო სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსულ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაში და მიიღოს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული მაღალკვალიფიციური სერვისი. სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების, ისე მათი თანმხლები პირების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ხელს უწყობს დროებითი და უსასყიდლო განთავსების სივრცეების მოწყობასა და განვითარებას. ამ კუთხით, ვფიქრობ, მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ქუთაისში რეაბილიტირებული შენობა, რომელიც სახელმწიფომ სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის მომსახურების მიზნით გამოყო. სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ძალისხმევას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისა და დახმარების მიმართულებით”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს