ეზრა ზეია - აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით

აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას - გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებისგან მოელიან კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას.

„32 წელზე მეტია აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ყველა ქართველის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონის უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მხრივაც. უფლება მომეცით, სრულიად ნათლად ვთქვა - შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით. გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას შეარჩიონ და აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერ მსგავსი შემთხვევა უნდა დაიგმოს და გამოძიებულ იქნას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ბოლოს, მტკიცე და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო არჩევნებზე დაკვირვება არსებითი მნიშვნელობისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს ადგილობრივი გამოცდილი და სანდო არჩევნების დამკვირვებლების დიდი ტრადიცია გააჩნია, რომლებსაც შეუძლიათ ამ დემოკრატიული პროცესის სანდოობის უზრუნველყოფაში დახმარება. ბოლოს აღვნიშნავ - მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ამერიკელები და ქართველები განსაკუთრებულ მეგობრობას იზიარებენ, რომელიც, ვფიქრობ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ჩვენს საერთო სიყვარულშია ფესვგადგმული.

ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ჩვენ ყოველ წელს საშუალებას ვაძლევთ ასობით ქართველ სტუდენტსა და პროფესიონალს, რომ ისწავლონ აშშ-ში. ამერიკული გაცვლითი პროგრამების 6,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ქართველია, რომლებიც ლოკალურადაც და ეროვნულ დონეზეც დინამიკური ლიდერები არიან”, - აღნიშნა მან.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება