სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განუცხადა.

როგორც დეკანოზმა სამების საკათედრო ტაძარში მოძღვარსა და ქართველი ემიგრანტის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება.

მისივე თქმით, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით.

„ახლა სადღესასწაულო დღეები და ვერ მოხერხდა ზნეობრივი კომისიის მოწვევა. საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება ზნეობრივი კომისიის სხდომა, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს თუ რა მოხდა. კადრს მიღმაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამ გამოიწვია მამაოს ასეთი აღშფოთება. როგორც მამა თეიმურაზმა ჩვენთან განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით წუხს და შენდობას ითხოვს. ის აცხადებს, რომ მისი სიტყვები ზოგადად ემიგრანტებს კი არა, არამედ, იმ კონკრეტულ პიროვნებას ეხებოდა, რომელთანაც კონფლიქტში იყო შესული. ეს ფაქტი უხერხული და არასასიამოვნოა და სწორედ ამის გამო იქნება ზნეობრივი კომისია მოწვეული”, - განაცხადს იოანე გორელიშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი მოქალაქეს, ტაძარში შორტებით შესვლის გამო დაუპირისპირდა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნული მოქალაქე აცხადებს, ის ემიგრანტია და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალი დაბრუნებული იყო. დეკანოზმა მას ტაძრის შიდა სივრცე შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაატოვებინა და „სულიერი მეძავი“ უწოდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა