პრეზიდენტის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელზეც სარჩელი უკვე მომზადდა და სასამართლოს კანცელარიაში შევიდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.

„სასამართლოს კანცელარია 19:00 საათზე იკეტება. დღეს, სამუშაო დღის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, კანცელარიაში შემოვიდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. უფლებამოსილი პირი მას სამი დღის ვადაში გადაამოწმებს, შემდეგ დაარეგისტრირებს, ბოლოს კი სასამართლოს პლენუმი განიხილავს“ , - გვითხრეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი კანონთან დაკავშირებით უკვე მზად არის და მას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. პრეზიდენტი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ