ესტონეთის პრეზიდენტმა კლიმატის მინისტრს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა

ესტონეთის პრეზიდენტმა კლიმატის მინისტრს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი ავრცელებს.

„კრისტენ მიხალს ოფიციალური შეთავაზებით მივმართე, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყოს“, - განაცხადა ალარ კარისმა.

კლიმატის მოქმედი მინისტრი, კრისტენ მიხალი „რეფორმის პარტიამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გასული თვის ბოლოს დაასახელა.

კრისტენ მიხალი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის გამო გუშინ გადადგა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს