ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპზე თავდასხმაზე - გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს

გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, იდეოლოგიური დაპირისპირების ეგზისტენციალურ მიუღებლობაში გადაყვანა, ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო შესრულებული თუ სხვა ორგანიზატორები, მონაწილეები და წამქეზებლები ჰყავდა, ამაზე კონკრეტული პასუხი გამოძიების შემდეგ შეიძლება მივიღოთ.

“ფაქტია, პოლარიზაცია, დაპირისპირება და ის მიუღებელი რიტორიკა, რაც ომსა და მშვიდობას შორის არსებობს, რაც იდეოლოგიურ და პოლიტიკურ განსხვავებებშია, რა თქმა უნდა, ასეთი გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან გლობალური ომის პარტიასაც ვუწოდებთ, მძიმე და სამწუხარო ინციდენტების ალბათობას ბადებს. ამის მოწმე დროის მოკლე პერიოდში ევროპის კონტინენტზე გავხდით, როდესაც სლოვაკეთის პრემიერი სასიკვდილოდ გაწირეს და ახლა - აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში.

დონალდ ტრამპი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. რა თქმა უნდა, ეს არის არსებული პოლარიზაციის და დაპირისპირების შეფასება. ჯო ბაიდენმაც გამოსვლაში აღნიშნა, გასაყოფი არაფერი უნდა გვქონდესო. პოლარიზაციის ხარისხის შემცირება და იდეოლოგიური დაპირისპირების ეგზისტენციალურ მიუღებლობაში გადაყვანა, რისი მოწმეებიც საქართველოშიც ვართ, სწორედ ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო