თბილისის მერიამ „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა

2024 წელს თბილისის მერიისგან თორმეტმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად დაფინანსება მიიღო.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიაში შესული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული პროექტებიდან ოთხის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ესენია აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“, „საქართველოს კარიტასის“, „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაციის“ და „პოტერიას“ პროექტები.

„2022 წლიდან, თბილისის მერია ახორციელებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რაც ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობის პროექტების ფინანსურ წახალისებას და მხარდაჭერას. ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას გააჩნია, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი. იგი ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

როგორც იცით, ჩვენ გამოცხადებული გვქონდა საპროექტო განაცხადების მიღება. დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტები, რომელთა შორისაც 2024 წელს დაფინანსდა 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია.

მინდა, საზოგადოებას გავაცნო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი 4 მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.

ესენია, ა(ა)იპ „აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“, რომელიც ემსახურება უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარების სოციალური პრობლემის გადაჭრას. ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების მხატვრულ და საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გამოიცემა აუდიო და აუდივიზუალური წიგნები. პროექტის ფარგლებში დასაქმდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი სტუდენტები.

ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" - მათი სოციალური მიზანია ხელოვნების სტუდიის კურსდამთავრებულებს მისცენ საშუალება, გამოიყენონ მიღებული უნარები და შექმნან მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნივთები, შედეგად კი მიიღონ ყოველთვიური ანაზღაურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარიტასი გადამზადების შემდგომ დაასაქმებს 12 კურსდამთავრებულ ახალგაზრდას და დახმარებას გაუწევს მათ მიერ შექმნილი ნივთების რეალიზებაში.

ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაცია“, რომლის სოციალური მიზანია ახალგაზრდებში პროფესიული და სოციალურ-მეწარმეობითი უნარების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უფასოდ გადამზადდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან 3-თვიან კურსს ხის, ლითონის, ქსოვილის დამუშავებასა და სხვადასხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის მიმართულებით.

ა(ა)იპ „პოტერიას“ პროექტის მიზანია თიხასთან მუშაობის ძველი ქართული ტრადიციის შენარჩუნება-განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების სრულფასოვანი ცხოვრების ხელშეწყობა. 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდები უფასოდ გაივლიან კერამიკოსის პროფესიის კურსს და დასაქმდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა წარმატება უსურვა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ ორგანიზაციებს დ მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის