ბალტიის ქვეყნებში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა

ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა.

„ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, რათა შეიზღუდოს ბელარუსის მონაწილეობის შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში და თავიდან იქნას აცილებული ბელარუსის მეშვეობით რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს აკრძალვას ევროკავშირში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, გამონაკლისი შეეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო შესულ ან დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს.

ამასთან, ლიეტუვის საბაჟომ განაცხადა, რომ 18 ივლისიდან ქვეყანაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა ამოქმედდება. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური ავტომობილებს შეეხება.

ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფმა ავტომობილების მფლობელებმა უნდა დატოვონ ქვეყანა ან ხელახლა დაარეგისტრირონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები 2025 წლის 18 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ავტომობილებს ჩამოართმევენ.

მანამდე, 16 ივლისიდან, ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა ლატვიამაც. გადაწყვეტილება არ ვრცელდება დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, მათ შორის დელეგაციების, საელჩოებისა და მისიების სარგებლობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია