თეონა აქუბარდია - ოკუპანტი რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს აფხაზეთში ე.წ. აპარტ ჰოტელების ე.წ. კანონით - „ქართული ოცნება“ გატყუებთ, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთისგან იზოლაციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს

ოკუპანტი რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს აფხაზეთში ე.წ. აპარტ ჰოტელების ე.წ. კანონით, რითაც რუსეთის მოქალაქეებს საკუთრების ფლობა შეეძლებათ - „ქართული ოცნება“ გატყუებთ, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთისგან იზოლაციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედებები აჩვენებს, თუ რამდენად მწყობრში არიან ისინი კრემლის იმ პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას ისახავს.

„ოკუპანტი რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს აფხაზეთში და მათ შორის, არა მხოლოდ სოხუმის აეროპორტის, ბიჭვინთის აგარაკების, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსებით და ამ ტერიტორიების უკანონო წაღებით, არამედ ე.წ. აპარტ ჰოტელების ე.წ. კანონით, რითაც რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთრების ფლობა, რაც ფაქტობრივი ანექსიის პროცესის დაჩქარებული გაგრძელებაა და რასაც ეწინააღმდეგებიან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ „ქართული ოცნება“ გატყუებთ, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთისგან იზოლაციით ის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას შეძლებს, იმიტომ რომ რუსეთის მიზანია თავისი აქტიური ღონისძიებებით, ჰიბრიდული ბერკეტებით, არ მხოლოდ აფხაზეთის ანექსია დაასრულოს, არამედ დანარჩენი საქართველო მიუერთოს ოკუპირებულ აფხაზეთს და ასე გააერთიანოს თავისი კონტროლი საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ანექსიურ პროცესებზე ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპანტი რუსეთის არა მხოლოდ განცხადებებზე, არამედ ქმედებებზე და მამუკა მდინარაძე შანტაჟის ენით ესაუბრება დასავლეთს, თითქოს რაღაც კომპრომატებს კიდევ გამოჩიჩქნის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მწყობრში არიან ისინი კრემლის იმ პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებაში“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტის” ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა და საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს