მიხეილ დაუშვილი - მოქალაქეები არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, თურმე ვიღაცამ უნდა გაასამართლოს „ნაცმოძრაობა“ – „ოცნება“ სრულად არის აწყობილი ტყუილზე

ჩვენი მოქალაქეები უბრალოდ არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე თურმე არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ვიღაცამ უნდა გაასამართლოს „ნაცმოძრაობა“ - ეს ყველაფერი არის მოქალაქეების მოტყუების მცდელობა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოცნება" ტყუილებს ამბობს იმისათვის, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს.

"საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიდის ტყუილთან. დღეს "ოცნება" სრულად არის აწყობილი ტყუილზე და მის გამოძახილებზე. წარმოიდგინე, 12 წელი ხელისუფლებაში ხარ, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი შენ გემორჩილება და ახლა ამბობ, რომ ვიღაცა უნდა გაასამართლო. თუ კანონი დარღვეული იყო, აქამდე რატომ არ ასამართლებდი? თუ კანონი დარღვეული იყო, მაშინ აქამდე რას ელოდებოდი? რამ, ან ვინ შეგიშალა ხელი? ეს ყველაფერი რაც არ უნდა "გლობალური ომის პარტიებს" აბრალონ, საბოლოო ჯამში, მივდივართ ტყუილამდე. უფრო მეტსაც გეტყვით, არჩევნებს რატომ ელოდებიან? თუ რამე ინფორმაცია აქვთ, დანაშაული რომ ჩადენილია, რატომ ელოდებიან არჩევნებს? თვითონ არ არიან ხელისუფლებაში? რეალობა ის არის, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ტყუილზეა აწყობილი. ამას ჩვენი მოქალაქეები უბრალოდ არ მიიღებენ და არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე თურმე, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ვიღაცამ უნდა გაასამართლოს "ნაცმოძრაობა", - განაცხადა დაუშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის