მამუკა მდინარაძე - სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება - ოპოზიცია თვითონ არ მოქმედებს და დავალებებს გარედან იღებს

სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება. ეს არის მხოლოდ ვერსია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია თვითონ არ მოქმედებს და დავალებებს გარედან იღებს.

„ოპოზიციის კონფიგურაციას არ წყვეტს თავად ოპოზიცია იმიტომ, რომ ამას წყვეტენ მათი გარე დავალებების მიმცემები. რამდენიმე დღის წინ, გიორგი გახარიამ მესიჯი გატესტა, რომ „ლელო“ უნდა გადავარჩინო „განაცებასო“ და რა რეაქცია მიიღო ამის გამო - თავი შეიკავეს გაერთიანებაზე იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, რომ ასეთი „ზედმეტი პრინციპულობაც“ არ ვარგოდა, გახარიას და მამუკა ხაზარაძის ერთობა. ამის შემდეგ, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გახარიასთვის გადანახული ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის პარტიები „ლელოსკენ“ გადაისროლეს, ახლა, გატესტავენ რეიტინგებს და მერე ახალ დავალებას მისცემენ. სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება, ეს არის მხოლოდ ვერსია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ. ისინი რომ თავისით არ მოქმედებენ ეს არის მოცემულობა და შემდეგ შიგნით, რა დინებები მიმდინარეობს ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს იმიტომ, რომ საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო საქართველოს საწინააღმდეგო ომის მიზნებით მოქმედებენ ერთად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს