არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები როგორ ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან რუსეთისკენ შეტრიალდაო? - ამით დადასტურდა ჩვენი სიმართლე

რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები როგორ გაბედავენ ესპანეთზე ხმის ამოღებას, ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან რუსეთისკენ შეტრიალდაო? ამით დადასტურდა ჩვენი სიმართლე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი დრო გავა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, რომ "ქართული ოცნება" იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული ანტიდემოკრატიული გამჭვირვალეობაში არ არის.

"რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ყველა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება. დემოკრატიას ქმნიან ინფორმირებული მოქალაქეები და დემოკრატიას სჭირდება ინფორმირებული საზოგადოება. ჩვენ შემოვიტანეთ და დავნერგეთ გამჭვირვალობის რეესტრი, რომელიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას. 12 ქვეყანას ევროკავშირში ეს აქვს შესაქმნელი და სპეციალური დირექტივა არსებობდა ამ კუთხით. აი, ესპანეთი არის მომდევნო, ვინც ქმნის გამჭვირვალობის რეესტრს და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა იგივე არგუმენტები, პრაქტიკულად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თავის საზოგადოებას წარუდგინა. რასაკვირველია, გამჭვირვალობა არის ისეთი ფუნდამენტური პრინციპი, რომლის გვერდის ავლაც მხოლოდ და მხოლოდ კითხვებს აჩენს, ვიღაცას ხომ არ სურს რაიმეს დაფარვა და დამალვა," - განაცხადა თალაკვაძემ.

მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა "დემოკრატიული რეგენერაციის" გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, გააუმჯობესებს მედიის გამჭვირვალობას და მეტ ნათელს მოჰფენს მედიის დაფინანსებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა