ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ავსტრიელ კოლეგებთან ისაუბრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ გარემოზე და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა