საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს განახლებული აპლიკაცია აქვს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ზაფხულის ბოლოს განახლებული სადაზღვევო აპლიკაციით ხვდება, სადაც რეალობა და საჭიროებები მაქსიმალურად შერწყმული და მოსახერხებელია, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების მიღებას გამორჩეულად კომფორტულს ხდის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

მათი ცნობით, განახლებული აპლიკაციით სარგებლობა უკვე შესაძლებელია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის - მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით.

„როგორი აპლიკაცია ჯობს - მრავალ აპლიკაციათა შორის სიახლე გამოირჩევა იმითაც, რომ ყველა ტიპის მომხმარებელი მარტივად პოულობს საჭირო ფუნქციონალს, რომელიც დღევანდელი ცხოვრების და ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, აპლიკაციას მომხმარებლის “მეგობრად” აქცევს.

რა ძირითადი გაუმჯობესება მივიღეთ:

ექიმთან ჩაწერის გამარტივება - აპლიკაციით მომხმარებლებს შეუძლიათ, ჩანიშნონ შეხვედრა სასურველ ექიმთან, სასურველ დროს და სასურველ კლინიკაში სულ რამდენიმე წუთში. ასევე შეუძლიათ მიიღონ ექიმთან ონლაინ კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად.

მიმართვის მიღება და საგარანტიო ფურცელი - აპლიკაციის საშუალებით გამარტივებულად ხდება, როგორც ექიმის დანიშნულების საფუძველზე მიმართვის ონლაინ გადაგზავნა, ასევე საგარანტიო ფურცლის მიღება.

ანაზღაურება და ლიმიტი - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის აპლიკაციით მომხმარებლები შეძლებენ სწრაფად და მარტივად მიიღონ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. აპლიკაცია ავტომატურად ახორციელებს დოკუმენტების გადაცემას და საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლებმა თვალი ადევნონ დაფინანსების ეტაპებსაც კი.

ყველა მომხმარებელს აქვს პირადი კაბინეტი სადაც შეუძლიათ იხილონ სრული ინფორმაცია, როგორც პროვაიდერ კლინიკებზე, ასევე ანაზღაურების ლიმიტზე და ექიმთან ჩაწერის ისტორიაზე.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა - აპლიკაცია შეიქმნა უახლესი სტანდარტების მიხედვით, რათა მომხმარებლების ინფორმაცია დაცული და უსაფრთხო იყოს. უსაფრთხოების და ავტორიზაციის მექანიზმები უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობას და დაცვის მაღალ დონეს.

და ბოლოს, განახლებული აპლიკაციით სარგებლობა უკვე შესაძლებელია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის - მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა იღებთ მუდმივად განახლებულ, თანამედროვე მხარდაჭერას და სრულყოფილ მომსახურებას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს