ბრაზილიის პრეზიდენტი - მადურომ უნდა გაიგოს: როცა იმარჯვებ, რჩები -  როცა მარცხდები, მიდიხარ

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ უნდა გაიგოს, რომ როცა იმარჯვებ, რჩები; როცა მარცხდები, მიდიხარ, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა.

„შემაშინა მადუროს სიტყვებმა, რომ მისი მარცხის შემთხვევაში ვენესუელა შეიძლება სისხლისღვრის წინაშე აღმოჩნდეს. მადურომ უნდა გაიგოს, რომ როცა იმარჯვებ, რჩები; როცა მარცხდები, მიდიხარ“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ლულას თქმით, ვენესუელის მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცეს.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026