ნიკა ობოლაძე - საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა „კლანისთვის“, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის - ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში, ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს

საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში, ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

ნიკა ობოლაძის თქმით, ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა.

„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო 10 წელიწადში ერთი გამონაკლისი წელი არ არსებობს საქართველოში - შობადობა მუდმივად იკლებს. თუ 2014 წელს 61 ათასამდე ბავშვი დაიბადა საქართველოში, ამის შემდეგ ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი და 2023 წელს დაიბადა 40 ათასი ბავშვი, ანუ შემცირდა 20 ათასით. ასევე, ჩვენ გვაქვს ბავშვთა ემიგრაცია და წელიწადში დაახლოებით 5 ათასი ბავშვი ტოვებს ქვეყანას. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს პოლიტიკას, რომ ეკონომიკა ეკუთვნოდეს კლანს და არ ეკუთვნოდეს ხალხს. ამის გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს