ირაკლი კობახიძე - „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის - რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი

„ლელოს” და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი, - ასე აფასებს პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ

„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, ვისაც უშვერი სიტყვებით ლანძღავდი.

“ეს ადამიანები, პოლიტიკოსები არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, იყენებდნენ შეფასებებს, რომელიც არაეთიკური იყო, დღეს ეს პოლიტიკოსები ერთად არიან. ხაზარაძე-გახარია, ხაზარაძე-ელისაშვილი, ზურაბიშვილი-გვარამია და ა.შ. ეს ადამიანები დღეს არიან ერთად, მაშინ, როდესაც ერთმანეთს უკიდურესი სიტყვებით აფასებდნენ წარსულში. ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, ვისაც უშვერი სიტყვებით ლანძღავდი. რაც შეეხება “ლელოს” და ელისაშვილის გაერთიანებას, ეს სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი”,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია