ანა ნაცვლიშვილი - დროებითი ლითონის კონსტრუქციაზე ბრახუნის და თუნდაც დაზიანების გამო, მზად არიან გაწირონ ახალგაზრდები მრავალწლიანი პატიმრობისთვის - ვაცხადებ მზაობას, ამ ადამიანებს ჩავუდგე თავდებში

ამ ქვეყანაში დროებითი ლითონის კონსტრუქციაზე ბრახუნის გამო და თუნდაც დაზიანების გამო, მზად არიან გაწირონ ახალგაზრდები მრავალწლიანი პატიმრობისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ის მზად არის პირადად ჩაუდგეს თავდებში პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებს.

„ეს ორი ახალგაზრდა, ათასობით სხვა ახალგაზრდის მსგავსად, ძალიან პრინციპულად დადგა საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მე დღეს ვიყავი მათ პროცესზე, ვესაუბრე მათი ოჯახის წევრებს, ასევე, წავიკითხე ის სამართლებრივი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უკვე მერამდენე თვეა, ისინი პატიმრობაში არიან. მე ვაცხადებ სრულ მზაობას, რომ პირად თავდებში ჩავუდგე ამ ადამიანებს. მიმჩნია, რომ დღეს მათი პატიმრობაში ყოფნა არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, იმიტომ, რომ წავიკითხე ის დოკუმენტი, რის საფუძველზეც ისინი ციხეში არიან. მათი ბრალი ჯერ არ დამტკიცებულა და მე დღეს რასაც დავესწარი და მოვუსმინე, ეს არ ტოვებს არანაირ განცდას, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებს მათ ბრალეულობას. მტკიცებულებები სუსტია, მაგრამ, რომც ჩათვალოს მოსამართლემ, რომ ამ ადამიანებს რაიმე ბრალი მიუძღვით ამ საკითხში, მე შეგახსენებთ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ხელისუფლებამ თავისი დანაშაულებრივი გულგრილობითა და კორუფციით უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაკარგვა დაუშვა. გელათში რომ დაზიანდა უნიკალური ფრესკები, ვინმემ ამაზე პასუხი აგო? საყდრისის აფეთქებაზე ვინმემ პასუხი აგო? აი ამ ქვეყანაში, სადაც კულტურული მემკვიდრეობა დანაშაულებრივი გულგრილობისა და კორუფციის გამო თავზე გვენგრევა და არავის პასუხისმგებლობა არა თუ არ დგება, ამის ჩამდენი პირები არ იცვლებიან ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში დროებითი ლითონის კონსტრუქციაზე ბრახუნის გამო და თუნდაც დაზიანების გამო, მზად არიან გაწირონ ახალგაზრდები მრავალწლიანი პატიმრობისთვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში