DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე, DRG-ის დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების გზები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა, რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე - სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა და ამ მიზნით, უწყება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა.

DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა უკვე მე-11 რეგიონში გაიმართა.

შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა