ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ კამალა ჰარისის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს ის „ხედვა, ხასიათი და სიძლიერე აქვს, რომელსაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კამალა ჰარისის ასარჩევად ყველაფერს გააკეთებენ.

„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ კამალა ჰარისს აქვს ის, რაც ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის არის საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.

კამალა ჰარისმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ პირველ ლედის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს