ბოლნისში, სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზა მოეწყო

მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზა მოეწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, სოფელში 404 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგო და სანიაღვრე ქსელი მოეწყო.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან, ერთად სოფელ სამტრედოში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებული პროექტი მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, სოფელში 404 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს