იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველ მულტიფუნქციურ ეროვნულ გეოპორტალს შექმნის

"ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობის მიერ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კოორდინატორის ფუნქციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასრულებს - აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. შეხვედრის მთავარ მიზანს საკოორდინაციო საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენდა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა.

"სახელმწიფოს მიზანია, ერთის მხრივ, შეიქმნას ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა და, მეორეს მხრივ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა თავსებადი იყოს ევროკავშირის სივრცითი ინფორმაციის (INSPIRE) ინფრასტრუქტურასთან, რის თაობაზეც ყველა უწყება მჭიდროდ ითანამშრომლებს", - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და გეოპორტალის შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის თავმჯდომარე - დავით დევიძემ. აღნიშნულ პორტალზე სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სუბიექტები განათავსებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან საქართველოში არსებულ სივრცით მონაცემებს სრულად, შედეგად, სახელმწიფო უწყებები და მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ ქვეყანაში არსებული სივრცითი ობიექტის ყველა მწარმოებლის ავთენტური მონაცემის გაცნობასა და ჩამოტვირთვას.

ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და საჯარო ადმინისტრირების მხრივ. მას გადამწყვეტი როლი აქვს ხანძრის, საგზაო შემთხვევების, ბუნებრივი კატასტროფების, კრიზისული და სამაშველო სიტუაციების ოპტიმალურად და შედეგიანად მართვისთვის, ასევე, გარემოზე ზემოქმედების რისკების შესაფასებლად. ერთიანი სტანდარტით გეოპორტალზე მონაცემების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს პროცესების მართვის ოპტიმიზაციას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისათვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის