პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს.

გახსნის ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ ტარდება, ის აუსტერლიცის ხიდიდან იწყება და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა, ვიდეორგოლში ჩანს, როგორ ატარებს ოლიმპიურ ჩირაღდანს პარიზის ქუჩებში ზიდანი.

ოლიმპიადის მონაწილეთა აღლუმისას მდინარე სენას ყველა ქვეყნის დელეგაცია საკუთარი ნავით, გემით და კატერით გაივლის. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან.

26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი იასპარეზებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს